ცხელი ზაფხულის შემდეგ და ზამთრის სუსხთან შეხვედრამდე ნებისმიერი ასაკის და ყველა ტიპის კანს განსაკუთრებული მოვლა და დატენიანება ჭირდება. ბიოსტიმულაცია (ბიორევიტალიზაცია) რომელსაც ბუსტერის სახელით ვიცნობთ, იგივე ბუნებრივი გაცოცხლება საუკეთესო არჩევანია. სპეციალისტის მიერ ხდება კანის ზედა და ღრმა შრეების ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების ჰიალურონის მჟავისა და ვიტამინების კომპლექსის შემცველი პრეპარატებით გაჯერება გარე სტიმულირების ფაქტორებით: ულტრაბგერა, ლაზერი, მაგნიტური ტალღა, სიცივე და სხვა..
ბიორევიტალიზაციის მთავარი და ძირითადი კომპონენტი ჰიალურონის მჟავაა. მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს როგორც სუფთა, ასევე გაზავებული სახით. მეტი ეფექტისთვის იყენებენ სუფთა და მაღალმოლეკულურ ჰიალურონის მჟავას.
სარგებელი
პროცედურის შემდეგ კანის სტრუქტურა გლუვი, ელასტიური და დატენიანებული ხდება. ამასთან ერთად მცირდება წვრილი ნაოჭები და სახეს უბრუნდება ჯანსაღი ფერი.
რისთვის არის?
ჰიდრობალანსის დარღვევა, ქრონო და ფოტოდაბერება, ანტიოქსიდანტური დაცვა, მოდუნებული და გამომშრალი კანი, კანის ელასტიურობისა და ტურგორის შემცირება, კანის ნაადრევი დაბერების სიმპტომები, გამოწვეული თამბაქოს, სტრესის, მზის სხივების და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით, სახის პლასტიკური ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია, კანი პოსტ- და მენოპაუზის შემდგომ მკურნალობა, ნაწიბურები და სტრიები, თვალის ირგვლივ ნაოჭები და შავი წრეები, კუპერიოზი, ფორების გაფართოვება, ჰიპერპიგმენტაციის პროფილაკტიკა და მკურნალობა.
რა უბნებზე კეთდება?
სახე, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევანი და ა.შ.
რა არის გვერდითი მოვლენები?
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, აუტოიმუნური დაავადებები (ართრიტი, გაფანტული სკლეროზი), გამწვავების პერიოდში ნებისმიერი ქრონიკული დაავადება, ანთებითი პროცესი, კანის ნაწიბურებისკენ მიდრეკილება, ალერგია, ნევუსი, ხალი, მსხვილი პიგმენტური ლაქები, ნაღველკენჭოვანი დაავადებები.
რამდენ პრიცედურას მოიცავს კურსი?
კურსი მოიცავს 3 პროცედურას 1 თვიანი შუალედებით, პროცედურის ხანგრძლივობა 30 წთ
რასთან შემიძლია გავაერთიანო პროცედურა?
PDRN თერაპია, მეზოთერაპია.
რა საინექციო საშუალებები გვაქვს?
Curenex, J’adore PDRN, Elaxen PN, VitaDerm 60, Hanheal PDRN, Juve Eyes, Eybella